Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთავარია არ დამავიწყდეს!

მთავარია არ დამავიწყდეს!
ამასაც გაუთიშეს ნეტი

ვერ ვიტან როცა დღე ტყუილუბრალოდ იფერფლება. ვერ ვიტან რა, ჩემს თავს ვერ ვიტან ამის უფლებას რომ ვაძლევ. „წუხანდელი ღამენათევია და ჩაიეძნა“ ჩემზეა ზედგამოჭრილი. თუმცა ეს წუხანდელი ღამეც რატომ დამათენდა ვერ გავიგე. ა კი, რაღაცეებს ვეძებდი. მაგრამ რას? ა, ხო, ის კი ვიპოვე რასაც ვეძებდი. მაგრამ მაინც. გამეღვიძა სადღაც სამი საათისთვის. როცა მივხდი რომ დავაგვიანე გაღვიძება, მეწყინა. მაგრამ გარეთ ისე წვიმდა, რომც არ დამგვიანებოდა მაინც გამსვლელი არ ვიყავი და ესეც მეწეყინა.
საწოლში მოვინდომე ნეტით ტკბობა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემებს „ვაშლის პეროგის“ გამოცხობა მონდომებიათ, თან ელ-ღუმელში, თან მაინც და მაინც ის შტეფსელი ამოურჩევიათ სადაც მოდემი იყო შეერთებული. მეწყინა.
ცოტა ხანი ტელევიზორის პულტი ვაწვალე. არც რუსთავზე, არც საზოგადოებრივზე და არც იუმორინაზე საინტერესო არაფერი გადიოდა. რუსულ არხებზე... მეტ ნაკლებად. მაგრამ მაინც. დღე გადიოდა. წიგნი დავითრიე და ... ნახევარ საათში ტელეფონმა გამაღვიძა, მეგობრის ბავშვის ნათლობაზე თუ მოდიხარო. ვერ. ვმუშაობ მეთქი და მეწყინა. შემდეგ პირწიგნაკს ვეწვიე (გამოცხვა „ვაშლის პეროგი“). არ ვიცი რა დღე იყო დრუიდული ან გათხოვილ ქალთა კალენდრით, მაგრამ ყველა ახლობელმა ქალმა, ვინც გათხოვილია, ქოქოლა დამაყარა. „ცოლი, ცოოლი, ცოოოოლი“. ცოლი თვქენ და ცოლის დაც...
ბოლოს აღმოჩნდა რომ გემრიელ ყავაზე მიპატიჯებაც გავმაზე სამსახურის გამო. გარეთ ისევ წვიმდა, პირველი არხი კი იგინებდა რომ „ცხოვრება მშვნიერია“. მეწყინა. ბოლოს მივხდი რომ ძალიან ბევრი მეწყინდა და საბოლოოდ ამ ყველაფერს რომ არ ეწყინა ჩემთვის ჩავალაგე ჩანთა და გამოვწიე აქეთ. გზაში კი რატომღაც რომელიმე უცხო ენის შესწავლის სურვილი ამეკვიატა. „მე და ბაბუა აფრასიონი სახლში სულ ფრანგულად ვლაპარაკობთ“. მერე გამახსენდა რომ არც ბაბუა „აფრასიონი“ მყავდა და ისიც გამახსენდა რომ რაც უფრო იშვიათად ჩავდიოდი სახლში, მით უფრო ვრწმუნდებოდი იმაში რომ ეს „უცხო ენა“ უკვე  კარგად ვიცი.

ჰმ, ღამით შევედი სახლში და ღამითვე გამოვედი. დღე სადღაც გამეპარა. ( ერთმა პაწუკელა გოგომ მომიყვა „დედიკომ დამაძინა და ახალი წელი ისე მოვიდა არც გათენებულაო“. ადრე დაუძნებიათ რომ ახალ წელს შეხვედროდა. გაღვიძებისას რომ მზე ვერ დაინახა იფიქრა არ თენდებაო. სყვარელი პაწუკელა გოგო)

მოვედი, სავარძელში გავიჭიმე, ყურსასმენები მოვირგე, პლეილისტი (საახალწლო) ავაწყვე და ჩვენს დეგრადირებულ, დაბლოკილ-დაკოდილ ნეტს სასწაულს ვთხოვ.

დაცვის თანამშრომელმა ყავა მომართვა. ვაა, მართლა კაია ყავა. საღამო მშვიდობისა. ჰააა, დავიწყოთ ღამე? ოღონდ რომანტიკას, მელანქოლიას, ნოსტალგიას და რაღაც ტანჯვა წამება განწყობას ნუ მომთხოვთ... მეზარება სევდა.

იფ, კაია ყავა . ახლია კი იმაზე უნდა ვიფიქრო რომ ეს ამ წლის განმავლობაში პირველი და უკანასკნელი დღეა რომელიც გავფლანგე. ხო კაი აზრია. მთავარია არ დამავიწყდეს!!!

7 comments:

  1. ყავა მაიკომ მოგართვა? შენ ერთი დღე გამაზე და მე მთელი დღეები ისე გადის სულ გამაზულია. თან დღეს ინტერნეტ ომი მქონდა ოპერატორტან, რომელმაც მეც დამიკიდა და სამუშაოც და ვერ ვიმუშავე ამიტომაც დღეს. კაი პოსტია. ისა და ვაშლის პეროგი შეჭამე უკვე? :)

    ReplyDelete
  2. პეროგი? მე არა და ისინი იზამდნენ მაგას. კი. მე წამოვედი სამსახურსა შინა.
    ხდება ხოლმე ასეთი დღეებიც!

    ReplyDelete
  3. მაინტერესებს, რადიოში როგორ ლაპარაკობ, ან რა პლეილისტებს აწყობ :)

    ბლოგი რომ ნელა არ იტვირთებოდეს, სულ აქ ვიჯდებოდი. ყავას რა ჯობია.
    :)))

    ReplyDelete
  4. ვა, კიდევ ძნელად იტვირთება? მდას. რაღაც უნდა ვუშველო.
    პლეილისტი დღეს ისეთია მე თვითონ რომ მიკვირს. სავალდებულოდ საახალწლო. საუბარი კი.. რა ვიცი აბა!? როგორც ვწერ ისე, ოღონდ უფრო ჩქარა ვსაუბრობ :))))
    გაიხარე. გავმართავ ბლოგს და ყავაც მუდამ ცხელი იქნება:)

    ReplyDelete
  5. raushavs xval aanazgaureb gaflangul dges :))))
    au vashlis perogi minda- magram ise ro interneti ar gametishos :D
    da im pawuka gogos xo ar vicnob shemtxvevit? :D
    :* ELL

    ReplyDelete
  6. იცნობ აბა არ იცნობ იმ პაწუკელას? :) ძალიან მაგარი ვინმეა.
    ანაზღაურებას რაც შეეხება, მართალი ხარ.ასეც იქნება!!!

    ReplyDelete
  7. მართალია, ნელა იტვირთება და უცნაურად.
    რადიოს რაც შეეხება მეც მაინტერესებს :)) პატარა ჩანაწერი დაიდოს ან რამე :) რა დავაშავეთ მათ, ვინც ვერ ისმენს? ვიჩაგრებით :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]