Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სააღდგომო ხე

სააღდგომო ხე
ეს თემა ადრე მქონდა გამზადებული აქ დასადებად. მაგრამ რატომღაც დამავიწყდა. კომპს ვალაგებდი და ახლა წავაწყდი. იდო თავისთვის. მოწყენილი. ხოდა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გამოვაქვეყნებ. მაინც საინტერესოა.
მაინც მეთქი იმიტომ ვამბობ რომ სააღდგომო ხეზე. დიახ, სააღდგომო ხეზე მინდა მოგითხროთ. მესმის რო ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილია საახალწლოდ ნაძვის ხის, ან ჩიჩილაკის მორთვის ტრადიცია ( რომლის ფესვები სხვათაშორის ძალიან შორს, წარმართულ ხანაში მიდის) ახლა კი მინდა მოგითხროთ კიდევ ერთი ხის მორთვის ტრადიციაზე რომელიც ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენთანაც დამკვიდრდება. რატომ? ამას ქვემოთ მოგახსენებთ.


სურათზე გამოსახული უჩვეულო ხე გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ბინადარს, ბატონ ვოლკერ კრაფტს ეკუთვნის. მან პირველად სააღდგომო ხე თავის ბავშვობაში, 1945 წელს იხილა ( რაკი 45-ში გერმანელებს სააღდგომო ხეებისთვის "ცხელოდათ" თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ასეთი ხეები ტრადიციული ყოფილა მათი კულტურისთვის ). ბატონი ვოლკერი ისე მოხიბლულა რომ გადაუწყვეტია, მე რომ გავიზრდები (ძალიან მიყვარს ეს ფრაზა), აუცილებლად მექნება ჩემი სააღდგომო ხეო!


ხოდა ჰოი სასწაულო. გაიზარდა ჩვენი ბიჭი. მოიყვანა ცოლი და ეზოში პატარა ხეც დარგო. რომელიც შემდეგ პირველად მორთო 18 ფერადიი კვერცხით.


დრო გადიოდა. ხეც და ოჯახიც იზრდებოდა. სულ უფრო და უფრო მეტი კვეცხები იყო საჭირო მის მოსართავად. საქმეში უკვე არამარტო შილიშვილები, არამედ მთელი ქალაქი ჩაერთო (ზალფენდი). სულ მალე ვოლკერ ბაბუას სააღდგომო ხე საქვეყნოდ ცნობილი გახდა და მას უკვე ფოსტით უგზავნიდნენ სააღდგომოდ შეღებილ ფერად კვერცხებს.

 2010 წელს სააღდგომოდ ხის მოსართავად 9500 კვერცხი იყო მზად...



ტრადიციად იქცეს მეთქი ვთქვი. მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. სასაფლაოებზე მიმოპანტულ დალეწილ კვერცხებს ცოტათი მაინც ხო სჯობია ასეთი რაღაცის ხილვა?


ესეც ასე. პოსტი არ დაიკარგა. მესიამოვნა. დაგვიანებით. მაგრამ მაინც იხილა დღის სინათლე .

3 comments:

  1. ხოო, გერმანიაში ძალიან უყვართ ეგენი და კიდე გერმანიაში ძალიან, ძალიან ლამაზი სააღდგომო კვერცხები აქვთ ხოლმე, აი, მართლა რო უნდა დაკიდო სადმე და იყოს :)

    ჩვენ კიდე ცელოფნებით მორთული ხეები გვაქვს, სურვილებს ძონძებად ვკიდებთ ხეებზე და აღდგომას საფლავებზე დავიარებით,მეორე დღეს რო არ ველოდებიტ ისე, მაგრამ
    ევროპაში აღდგომა და შობა საჩუქრების მისაღები კიდევ ერთი მიზეზია, ჩვენთვის რელიგიური დღესასწაული...
    :)

    ReplyDelete
  2. ჩვენთვისაც დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ღრეობაში გადადის. უფ მაგარი ტრადიცია გვაქვს საფლავზე თრობა ...

    ReplyDelete
  3. chemtvis agmochena iyo tsels agdgomaze rac gavige, turme agdgomidan erti kviris mandzilze vnebis shvideulze ikrdzaleba sasaflaoze tsasvla, qeifze arafers vambob

    sori latinuri shriftit rom vtser:)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]