Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Девушка - не будите во мне кролика!

Девушка - не будите во мне кролика!
ჩემი მეგობრის, ნანას ბლოგში წავაწყდი ამ თემას. თუმცა წავაწყდი რა?! დაწერა და დადო ბლოგზე.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ გოგონების საუბარს ვესწრებოდი, სადაც განხილავდნენ თუ როგორი უნდა იყოს იდეალური მამაკაცი. ასეთი, ისეთი, ამისნაირი, იმისნაირი. ასეთი საუბრებისას სულ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული მენიუ აქვთ ხელთ და თითის ჩამოყოლებით არჩევენ : “ეეს?? არააა… აბა ასეთი? რა ვიცი… ვითომ? არა რა, აი ისეთი მაინც არარი აი იქ როა!”. ხშირად მომისმენია გოგონების აზრი იმის შესახებ თუ როგორი მამაკაცი სურთ იხილონ გვერდით. თუმცაღა შემდეგ მათ გვერდით მყოფი მამაკაცები რადიკალურად განსხვავდებიან რამოდენიმე ხნის წინ ისევ მათ მიერ “დახატული” მამაკაცის დახასიათებისაგან. რათქმაუნდა, კითხვაზე  რატომ?, პასუხია “ რა ვიცი, ესეიგი არ არსებობს?!”.

თუმცა მარტო გოგოებთან რომ იყოს ასე საქმე რა უჭირს. აი ჩვენ. რამდენჯერ დავმჯდარვართ და დაგვიხასიათებია სასურველი ქალის პორტრეტი. ზოგს ქერა მოსწონებია, ზოგს შავტუხა, ზოგს მაღალი, ზოგსაც თხელი ან ძვალმსხვილი, ზოგსაც მესამე ზომის პატრონით. თუმცა ეს ყველაფერი  რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევე იცვლებოდა როგორც მორიგი ლუდის კათხა. არ არსებობს კონკრეტული სტერეოტიპი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ის. მთავარია რომ ის იყოს ქალი. ხოლო სიტყვა ქალი ამ შემთხვევაში აერთიანებს ყველაფერს რაც გულისხმობს:  სილამაზეს, ეშხს, ვნებას, სურვილს, სინაზეს, ინტრიგას, ხიბლს, ცნობის, ნდომის, წყურვილის მოკვლის სურვილს, (ხოხოხოხოოო რა გავტოპე?).თუ გნებავთ ბოლოდან დაიწყეთ, მე არ მეწყინება.

 იკითხავთ ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ქალი მარტო ეგ ხომ არ არისო!? რათქმაუნდა არა. მაგრამ არც მთლად უამისობა ივარგებს. თუმცა ლამაზ ჭურჭელში თუ რაიმე კარგი არ ასხია… ხო! ესეც მართალია! სანამდე იქნები იმის ფიქრში “ აუ ახლა ამან პირი არ ააღოს და რაიმე სისულელე არ დაარეხვოს”-ო. ესეც მოსაბეზრებელი ხდება.( ვათანხმები ნანას ).
 ზემოდ ჩამოთვლილ მახასიათებლებში შეგნებულად არ ჩავსვი სიტყვები: ინტელექტუალური, საინტერესო მოსაუბრე, მხიარული, გამგებიანი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ თავში ჩამოთვლილი სიტყვები არამხოლოდ ფიზიკური ლტოლვის მახასიათებლებია . აქ ასევე იგულისხმება სულიერიც. რადგან ერთი მეორეს გარეშე დიდხანს ვერ ძლებს ხოლო მეორე პირველის გარეშე დიდად მოთხოვნადი არც არის.

რაც შეეხება ფრაზას “გააღვიძე ჩემში მხეცი”… აქაც ვეთანხმები. თუ “მას” სძინავს, აუცილებლად უნდა გააღვიძოთ. მაგრამ თუ არ სძინავს? თუმცა არიან ქალები რომლებსაც ჩვენს ქვეცნობიერში სულ სხვა მხეცის ან ფრინველის  გაღვიძება შეუძლიათ . 
მაგალითად ლოსის - თუ ის გამუდმებით ქაქანებს სტრაზებზე, დაქალის ვერტუზე და ვარდისფერ ტეტე აუდზე. 
პინგვინის - თუ ის ფეხს არსად გადგმევინებს და მის ჭკუაზე გაბზრიალებს. 
ცხვრის - თუ გაზეპირებინებს მისი სადაქალო- სანათესაოს დაბადების დღეებს და ამასთანავე სხვას ეკეკლუცება. 
ინდაური - თუ იმდენს გაქებს და გადიდებს რომ მისი შემყურე თავი მართლა გენიოსი და ერთად ერთი გგონია.

მოკლედ საინტერესო თემაა.სტერეოტიპი არ არსებობს. ეგ გემოვნების ამბავია. მაგრამ იმას ვეთანხმები რომ თუ მხეცს სძინავს, ის უნდა გააღვიძო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არააქვს ეს ქალს ეხება თუ კაცს. ორივესთვის სასარგებლოა.
სსარგებლოზე გამახსენდა. ზაფხული მოდისДевушка - не будите во мне кролика! :))))


5 comments:

  1. ლოლ
    ვხარხარებ :D :D :D

    ReplyDelete
  2. absoliturad getanxmebi, xan asea, xan ise, qali amitomacaa momxibvleli, es ise lamazad gamogvdis:))))))))
    mtavaria amis shemfasebeli mamkaci arsebobdes da ceros ra, rogoc shen dacere;))) ra sasiamovnod davigruzed me da nana. sagamopirobaze kargi iyo, am dros xshirad ki ver naxav amden gulcrfelobas.

    ReplyDelete
  3. გულწრფელობას ვერ ნახავ საღამოს? მოიცა აბა დილით ბლომადაა?:) ეე, ეგ დილით როა.. გულწრფელობა ყოფილა...
    :) გაიხარეთ.
    თქვენ იყავით და დამწერი მოიძებნება

    ReplyDelete
  4. ამ თემაზე დაწერილი საუკეთესო პოსტია :)))))))))))

    ReplyDelete
  5. ლოლ
    და კურდღელი რას ნიშნავს???

    ეჰ, მშვენივრად აღწერე ყველაფერი, მაგრამ ჩამოყალიბებული რეცეპტი მაინც არ არსებობს, ვის როგორი ქალი ან კაცი მოსწონს. ხან ისეთებიც ხდება, საერთოდ გაოცდები, ანუ უჭკვიანეს კაცს უდებილესი "შემწვარი გოჭი" (=სოლარიუმში შემწვარ გოგოშკას) უყვარდება და ულამაზეს ქალს კიდევ კვაზიმოდო (ეს, იმენნო, კლასიკაა)... სხვა რამეში უნდა იყოს ამბავი და ჯერ ვერ გამირკვევია, რაში :D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]