Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დღეს ვინანე

დღეს ვინანე
დღეს ვინანე რომ არ მაქვს ფოტოაპარატი.


კარგა ხანია ბათუმს ასეთი ფაფუკი თოვლი არ ახსოვს. ( ან მე არ მახსოვს ) მოვდიოდი ლამპიონით განათებულ ქუჩებში და ვარღჭიალებდი ასფალტზე დაფენილ თოვლის ხალიჩას. თეთრად თოვლში ჩურჩხელასავით ამოვლებული ხეები. თოვა და მოგუდული სიჩუმე. აი ისეთი მხოლოდ თოვის დროს როა. საახალწლო გრილიანდების ციმციმში არეული ფანტელები...უუუ ლამაზი იყოოო. (აი რატო ვნანობ რო ფოტო აპარატი არ მაქვს )
ვზივარ ახლა სახლში და ფანჯრიდან ვუყურებ თოვას. ყველაზე მომაჯადოვებელი რამაა რაც ზეციდან ჩამოცვენილთა კეტეგორიას მიეკუთვნება. წვიმაზე უფრო მომაჯადოვებელი ( ნუ ახლა ასტეროიდების წვიმას და ჩამოვარდნილ ფრინავ თეფშს ვერ შევადარებ- ეგ სუუულ სხვაა)
დათოვლილი ქუჩების და ხეების ნახვა სხვაგანაც შეიძლება. აი თივლი და ზღვა კი ყველგან არ არის და არც ყოველთვის. საინტერესო სანახავია ზღვა და თოვა. თეთრი პლაჟი და დაწყნარებული, გაფენილი ზღვა. ( აი რატო ვნანობ რო ფოტო აპარატი არ მაქვს )


გაგვჭაღარავებია ობლად მდგარი და საწმის შეჩეჩებული მედეა თოვლში. ილიასაც დაუსვრია წვერ ულვაშიც და კალთაც. ქუჩებში მხოლოთ თითოროროლა მანქანა დაღოღავს. ფარების შუქზე ფანტელები უფრო დიდი და ფაფუკი ჩანან. პალმებზეც არანაკლებ უჩვეულო სანახავია თოვლი (აი რატო ვნანობ რო ფოტო აპარატი არ მაქვს )
და საერთოდ რა ცუდია რომ ახლა გვიანია და ვერავის ვერ ვაიძულებ გარეთ გამომყვეს. მარტოც მეზარება და კიდევ კარგი რომ ფოტოაპარატი არ მაქვს....

5 comments:

  1. iyide fotoaparati aucileblad.. :))

    ReplyDelete
  2. რატო არ გაქვს ფოტოაპარატი :( ჩვენც ხო ვნახავდით :(

    ReplyDelete
  3. ხოოო... ცურია. მაგრამ დროებითი მოვლენაა :)

    ReplyDelete
  4. ar vicodi, tore getkodi. dzalian magari iko seirnoba.

    ReplyDelete
  5. ჩემი ოცნება - ზღვა და თოვლი
    ამ ბლოგის კითხვას უნდა შევეშვა :(
    სულ გული მწყდება ხოლმე

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]