Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ვირტულაური ბედნიერების ნამცეცი

ვირტულაური ბედნიერების ნამცეცი

რამოდენიმე დღის წინ facebook-ში ვირტუალური აკვარიუმუ გავხსენი. ისიც მეგობრის რჩევით. ყიდულობ თევზებს, ზრდი, აჭმევ, აკვარიუმს ალამაზებ და ერთი სიტყვით ზრუნავ. სიმართლე გითხრათ დღემდე ვერ ვხვდები რატო გავაკეთე ეს. მითუმეტეს რომ ნამდვილი აკვარიუმი პაწაწკუნა თევზებით რამოდენიმე მეტრში მიდგას. მაგრამ არა. აქაც გავაკეთე. სასაცილო მაგრამ უსულო თევზებით მოვიხიბლე. კიდე ბევრი გასართობია. რაღაც ფერმა. მოსავალი მოგყავს. კიდე მაფიაა და ვიღაცეებს უსწორდები. კიდევ გამოიგონებენ რამეს. ეგ არ გაუჭირდებათ და მეც შევძვრები, დავათვალიერებ. დავიმატებ და "საქმეს " გავიჩენ. არადა რა სისულელეა... ალბათ იმიტომ რომ ვიცით აქ არავინაა სულიერი და მოულიდნელი მოქმედებებისგან დაზღვეულები ვართ. ნამდვილი ურთიერთობის ვირტუალური შემცვლელი. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჩვეულ მოვლენად იქცევა და ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთი შემადგენელი და ლამის აუცილებელი ნიუანსი გახდება. ეს კი ჩვეულებრივი ნაცრისფერი დღის კიდე ერთი ნაწილი გახდება. დღის რომელიც ძალიან სევდიანი იქნება და ეს სევდა გადაედება ყველაფერს. წიგნებს, რომლებიც სასტუმალთან იმტვერება. ჭიქას გაციებული ჩაით. კედელზე მიკრულ, თოვლში მოკოტრიალე მომღიმარი მეგობრების ფოტოებს და როცა დილით, ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ გაურკვეველ სიზმარს და აბაზანის სარკეში საკუთარ თავს ჩავაკვირდებით შევამჩნევთ რომ გავხუნდით. რომ არ კმარა ვირტუალური ბედნიერება. ვერ ძღები მისით. ეჰ ჯობია წავიდე და ჩემს ცოცხალ თევზებს ვაჭამო სამან კიდე რამე დავწერე და სანამ იმათმა მაგინეს...

2 comments:

  1. უცებ აზრად ის მომივიდა, რომ ყოველდღე, როცა ჩემს ვირტუალურ აკვარიუმს ვხსნი ფეისბუქზე, ზუსტად ასეთი აზრები მიტრიალებს თავში.

    სევდაზე არ მიფიქრია, მაგრამ მართალია, ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი : )

    ReplyDelete
  2. sevdiania. da coootati mosawyeni :)
    ase ar aris?

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]